უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 მაისი, 2018 10:35
font-size

ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში და ბრიტანელი ბიზნესმენები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი განახლდა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა გამოკვლევა 3 მოწმის დაკითხვით დაასრულა.

კერძოდ, სხდომათა დარბაზში დაიკითხნენ ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი და ბრიტანული კომპანია ,,დევიდ ჰის ინტერნეიშენალის" წარმომადგენლები - დევიდ ჰისი და მისი მეუღლე ჯილიანა ჰისი.

დევიდ ჰისი 2004 წელს, როდესაც „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრა და ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიის იძულებით დათმობა მოხდა, „ომეგა ჯგუფის“ ბიზნეს პარტნიორი იყო. როგორც დევიდ ჰისმა დაკითხვისას აღნიშნა, მას „ომეგა 2“-სა და „ოჯთ“-ში ჩადებული ჰქონდა ინვესტიცია და ამავდროულად, ამ კომპანიებში კონსულტანტის მოვალეობასაც ახორციელებდა.

ამდენად, დევიდ ჰისის თქმით, როდესაც მან დაინახა, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიმართ ხორციელდებოდა უკანონო ზეწოლა, საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე, მან საკითხის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეიარაღებული პირების მიერ „ომეგას“ შენობების დაკავება დასრულებულიყო და მუშაობა განახლებულიყო, რათა ინვესტიციის სახით ჩადებული თანხა არ დაგვეკარგა", - განაცხადა ჰისმა.

დევიდ ჰისმა სასამართლო პროცესზე გაიხსენა 2004 წლის ზაფხულში ლონდონის ერთ-ერთი სასტუმროს კაფე-ბარში პრეზიდენტ საააკშვილის მრჩეველ გიგა ბედინეიშვილთან შეხვედრა, რომელზეც ამ უკანასკნელისგან მიიღო ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მუშაობა განახლდებოდა მხოლოდ მთავრობის მიერ ნომინირებული პირისთვის კომპანიის 51% წილის უსასყიდლოდ დათმობის შემთხვევაში. ბიზნესმენის განცხადებით, ამ შეხვედრას ესწრებოდა მისი მეუღლეც, ჯილიანა ჰისიც. ეს უკანასკნელი ასევე დაიკითხა დღევანადელ სასამართლო პროცესზე და მანაც დაადასტურა გიგა ბედინეიშვილთან შეხვედრის ფაქტი.

დევიდ და ჯილიანა ჰისების ჩვენებების თანახმად, მათგან, როგორც „ომეგა ჯგუფთან“ ფინანსურად დაკავშირებული კომპანიის ხელმძღვანელებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელმა წილის დათმობასთან დაკავშირებით გაკეთებულ წინადადებაზე უარი მიიღო.

დევიდ ჰისის თქმით, მოგვიანებით შეიტყო, რომ „ომეგას“ საწარმოებში მუშაობა განახლდა მას შემდეგ, რაც ,,იბერიას" ლიცენზიის იძულებით დათმობა მოხდა.

თავის მხრივ, როგორც ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში დონალდ მაკლარენმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ „ომეგა ჯგუფი“ ბრიტანეთის მოქალაქის, დევიდ ჰისის ბიზნეს პარტნიორს წარმოადგენდა, მას როგორც ბრიტანეთის ელჩს უფლებამოსილება ჰქონდა რეაგირება მოეხდინა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

დონალდ მაკლარენის თქმით, 2004 წელს ზაფხულსა და შემოდგომაზე მას შეხვედრები და საუბრები ჰქონდა „ომეგა ჯგუფის“ გარშემო არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით იმჟამინდელ პრემიერ ზურაბ ჟვანიასთან, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ასევე, ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ბრიტანელი დიპლომატის განცხადებით, ქართველ მაღალჩინოსნებთან მან გამოთქვა შეშფოთება და მათგან მოისმინა დაპირება, რომ „ომეგა ჯგუფის“ მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელების დადგენის შემთხვევაში, გატარდებიოდა შესაბამისი ზომები.

მისივე თქმით, 2004 წლის ბოლოს მან შეიტყო, რომ „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში მუშაობა განახლდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ,,იბერიას" სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობა მოხდა.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17 მაისს, 16:00 საათზე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდება.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი