საზოგადოება
ტელეკომპანია `იბერიას` ჟურნალისტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
ტელეკომპანია "იბერიას" ჟურნალისტები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ:
,,ტელეკომპანია ,,იბერიაში“ შექმნილია უმძიმესი მდგომარეობა. ამის მიზეზი ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი კრიზისია.
ჟურნალისტები ვერ ვახერხებთ ჩვენზე დაკისრებული პროფესიული მოვალეობის მშვიდ ვითარებაში შესრულებას. ტელევიზიას გადაკეტილი აქვს დაფინანსების მთავარი წყარო. რეალურად არსებობს არხის დახურვის საფრთხე.
მიგვაჩნია, რომ ,,ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა ხორციელდება სწორედ ტელეკომპანია ,,იბერიას“ დახურვის მიზნით.
გვაქვს პროფესიული პასუხისმგებლობა ჩვენი მაყურებლისა და ქვეყნის წინაშე, რომ ჯეროვნად, ობიექტურად და დაბალანსებულად გავაშუქოთ ყველა საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო კამპანია.
იმის მაგივრად, რომ ვასრულებდეთ ჩვენს პირდაპირ მოვალეობას, ვახდენდეთ მაყურებლის ინფორმირებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, გადასულები ვართ თავდაცვის რეჟიმზე, გვიწევს საკუთარი უფლებების დაცვა ქუჩის აქციებით, შეხვედრებით და ხელისუფლების მიერ იმ ხელოვნურად შექმნილი მოვლენების გაშუქებით, რომლებიც არხის დახურვისკენ არის მიმართული.
მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, გაითვალისწინონ ყველა ზემოხსენებული გარემოება, გაუხსნან გზა ,,ომეგა ჯგუფს“ და მოხდეს შეთანხმება არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რათა არხს მიეცეს მუშაობის გაგრძელების საშუალება.
მივმართავთ არასამთავრობო სექტორს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოყენონ მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომ ტელეკომპანიამ გააგრძელოს მუშაობა.
ტელეკომპანიის დახურვის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქვეყნის ხელისუფლებას.“ - ნათქვამია თელეკომპანია “იბერიას“ განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


