საზოგადოება
ტელეკომპანია ,,იბერიამ“ მაუწყებლობა შეაჩერა
ტელეკომპანია ,,იბერიამ“ მაუწყებლობა შეაჩერა. მიზეზი ფინანსური კრიზისია.
შეჩერებულია ყველა საინფორმაციო და საავტორო გადაცემა, მათ შორის ყველა თოქშოუ.
როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია.
იბერია ტვ-ს დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ,,ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებული ფინანსური ზეწოლის გამო, ტელეკომპანიას არსებობის წყარო აღარ გააჩნია.
მისივე თქმით, სამართლებრივი ბრძოლა ლონდონში გრძელდება.
„იბერიამ შეწყვიტა მაუწყებლობა, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც აგერ 2 წლის განმავლობაში აკეთებდა და ემზადებოდა ამ დღისთვის და რასაც აგვისტოდან ხმამაღლა საუბრობდა “იბერიაც” და “ომეგა ჯგუფიც”. ძალიან სამწუხაროა ეს ვითარება, მაგრამ სამწუხაროა ეს, არა მხოლოდ იბერიისთვის, არამედ ქვეყნისთვის, რადგან, როდესაც ასეთი მეთოდებით ებრძვი მედიას, ეს არასდროს სასიკეთოდ არ აისახება ხოლმე ხელისუფლების მოქმედებაზე,“ - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
"აქამდეც მივედით. ახალი ამბების მთავარი გამოშვება ეთერში ვეღარ გავიდა. ვერ გავა "თავისუფალი სივრცეც". სახელმწიფომ ყველა ბერკეტი გამოიყენა ჩვენს წინააღმდეგ. არ ვიცით ხვალ რა იქნება, დღეს კი ასეა"- აცხადებს იბერია ტვ-ს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილი.
ის შექმნილ მძიმე ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
მისი თქმით, ტელეკომპანიის მენეჯმენტი თავიდანვე აცხადებდა, რომ "ომეგა ჯგუფზე" თავდასხმა პირდაპირ აისახებოდა "იბერიაზე".
"ხელისუფლების მხრიდან შექმნილია ფინანსური ბლოკადა. ამ ეტაპისთვის ვართ პარალიზებული და პასუხისმგებლობა ამაზე სახელმწიფომ უნდა აიღოს"- აცხადებს ხუზმიაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


