სამართალი
ტელეკომპანია „იბერია“-ის საქმეზე სასამართლოში გამოძიებლები დაკითხეს
ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხენ ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმის გამომძიებლები - გოჩა საათაშვილი და გიორგი მიქავა.
როგორც პროცესზე გიორგი მიქავამ აღნიშნა, სწორედ ,,ომეგა ჯგუფის“ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმე.
გოჩა საათაშვილს 2011 წლის სექტემბერში მიეწერა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად, გიორგი მიქავა კი საგამოძიებო მოქმედებებში 2015 წლის მარტიდან ჩაერთო.
სასამართლოს წინაშე დაკითხვისას გამოძიებლებმა აღწერეს, როგორ აწარმოებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს.
კერძოდ, საათაშვილმა და მიქავამ ისაუბრეს იმაზე, როგორ ხდებოდა მოწმეთა დაკითხვები, როგორც მუშაობდნენ საქმეში არსებული დოკუმენტების ექსპერტიზაზე და სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე.
,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სისხლის სამართლის საქმის გამომძიებლები გოჩა საათაშვილი და გიორგი მიქავა, რომლებმაც ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა გარემოებებში მოხდა მათ მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
მათ დაადასტურეს, რომ სწორედ საპროცესო კოდექსის ნორმების სრული დაცვით ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები და ამ საქმის შესახებ სასამართლოს მიაწოდეს ამომწურავი ინფორმაცია“, - განაცხადა „იბერია ტვ“-ის საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.
საქმეზე მომდევნო სხდომა 2017 წლის 5 დეკემბერს 15:30 საათისთვის ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ,,იბერიას“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე ბრალდებულები არიან ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


