სამართალი
თელავში უკანონო საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება ამოიღეს
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული კ.კ. საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. - ამის შესახებ „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 6 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს.
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
გამოძიება საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


