პოლიტიკა
თელავის მერის წერილი არის ყოვლად გაუგებარი და არაარგუმენტირებული - გიორგი ბოტკოველი
თელავის მერიის უარის მიუხედავად გაერთიანებული ოპოზიცია მაინც აპირებს აქციის ჩატარებას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა თელავის მერიის უარი არაარგუმენტირებული უწოდა.
ბოტკოველისთვის გაუგებარია, თელავის მერის არგუმენტი, რომ, თითქოს, ოპოზიციის მიერ მოთხოვილი ტერიტორია ინაუგურაციისთვის საჭირო ტერიტორიას ემთხვევა.
„გუშინ მერის წერილი მივიღეთ ყოვლად გაუგებარი, ყოვლად არაარგუმენტირებული და საუბრობს რაღაც თემებზე, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მისი საქმე არ არის და რაღაც დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად. ამიტომ, მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ, ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას. ამიტომ, პირიქით, თხოვნა და მოწოდება გვაქვს მათ მიმართაც, პოლიციის მიმართაც და ყველა იმ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ვალდებულია, დაიცვას ჩვენი უსაფრთხოება, რომ ჩვენ იქ ვაპირებთ მშვიდობიან აქციას, კეთილი ინებონ, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც გამოხატავენ პროტესტს, რომელიც იქნება სრული ცივილიზებული ფორმით“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ოპოზიციამ თელავის მერიას მშვიდობიანი აქციის ჩატარებისთვის ტერიტორიის გამოყოფის მიზნით ორი დღის წინ მიმართა. მერიამ 16 დეკემბერს ინაუგურაციის პარალელურად რუსთაველის ქუჩაზე დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა. „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


