პოლიტიკა
თეიმურაზ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს
გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, თეიმურაზ შაშიაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,ბოლო 15-20 დღეა, ელექტრონულ სივრცეში ვრცელდება 15 სხვადასხვა ჯგუფისა და კონკრეტული პიროვნების ინიციატივა, ვიყარო კენჭი საქართველოს პრეზიდენტად.
უღრმესი მადლობა მათ და 2000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაც კონკრეტული ჩანაწერით გამოხატეს ჩემდამი კეთილგანწყობა და სურვილი, ვიყარო კენჭი. სხვათა შორის,იგივე წინადადებით მომმართა არაერთმა ცნობილმა პიროვნებამ და საზოგადო მოღვაწემ.
ეს საამაყოც არის ჩემთვის, მაგრამ უდიდეს პასუხისმგებლობას მანიჭებს. ვიცი რა, რომ დღეს პოლიტიკოსობა საერთოდ, და მით უმეტეს პრეზიდენტობა - ეს ხალხისთვის თავგანწირვით მუშაობაა.
მწამს და მჯერა!აჩქარებით საკითხის გადაწყვეტა არავისთვის სასიკეთო არ იქნება, პირველ რიგში, ქვეყნისთვის. არადა ვხედავ, რომ ეს განწყობა სჭარბობს დღეს საქართველოში. ვფიქრობ, ყველა, ვინც საბოლოოდ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატთა რიგებში მისი წარსულით, ხალხის თვალში უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც ეს უფლება წესიერებით და თავშეწირვის მზაობით მოიპოვა!
მსოფლიოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელსაც ამბიცია არ ჰქონდეს, რაც კანონზომიერია, მაგრამ არსებობს ორი სახის ამბიცია: ერთი - როცა იბრძვი იმისთვის, რაც დაიმსახურე, გეკუთვნის და რისი გაკეთებაც შენი გამოცდილებითა და განათლებით შეგიძლია და მეორე - როცა გინდა მიიღო ის, რაც არ გეკუთვნის, მაგრამ გაქვს საშუალებები, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, როცა ხალხი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს არსებობა უჭირს - მოიპოვო ის, რაც არ გეკუთვნის!!!
სამწუხაროდ, საქართველოში მეორე სჭარბობს! ძნელია,მოძებნო ადამიანი, რომელიც იმ ადგილზე ზის, რომელიც ეკუთვნის - უწესობა მარტო ქრთამის აღება კი არ არის, გაცილებით მძიმეა, როცა სხვის ადგილზე ზიხარ, როცა როგორც მინიმუმ, ათ კაცს მაინც შეუძლია ამ თანამდებობაზე შენზე მეტის გაკეთება. საქართველოში ამას მასიური ხასიათი აქვს. ეს კატასტროფაა და ამიტომაც ვართ ამ მდგომარეობაში.
მე სერიოზულად ვაანალიზებ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას - იმას, რისი გაკეთება შეიძლება ამ უფლებების მქონე პრეზიდენტის პოსტიდან, ვთათბირობ უამრავ ადამიანთან, პრეზიდენტობის ჩემი კანდიდატებიც მყავს, რომლებთანაც ვაპირებ შეხვედრებს და შეთავაზებას, იყარონ კენჭი და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მე მათ გვერდით დავდგები.
ალბათ, კიდევ ათი დღე დამჭირდება, გავიარო კონსულტაციები და საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია - ვიყრი კენჭს, თუ არა.
ერთი,რაც დღეს ჩემთვის გადაწყვეტილად ითვლება:
პარტიის სახელით არ ვიყრი კენჭს,პარტიულ კანდიდატს არ დავუჭერ მხარს და არც ქუჩაზე ორიენტირებულს.პარტიებმა ქუჩის პოლიტიკით მივიყვანეთ ქვეყანა ამ გაუსაძლის მდგომარეობამდე.
უნდა დამთავრდეს პარტიების გაფეტიშების და ქუჩის პოლიტიკოსების ეპოქა.ქვეყანას სრულიად სხვა მასშტაბისა და პოლიტიკური კულტურის მმართველობა სჭირდება - მეცნიერებაზე დაფუძნებული მმართველობა.
ეს მისია სწორედ მომავალმა პრეზიდენტმა უნდა იკისროს.მას უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, გამოცდილებაც და იმის უნარიც,რომ ამ საშვილიშვილო საქმეს ჩაუდგეს სათავეში“, - ნათქვამია თემურ შაშიაშვილის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


