უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 თებერვალი, 2018 14:10
font-size

თეიმურაზ გუგეშაშვილს დოდო გუგეშაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება

დოდო გუგეშაშვილის ძმა, თეიმურაზ გუგეშაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება, რომელიც დოდო გუგეშაშვილმა მასზე და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მისცა, კითხვებს ბადებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იგი დაქირავებული ქილერის ვერსიას, თეიმურაზ გუგეშაშვილმა უპასუხა, რომ ვერაფერს გამორიცხავს, რადგან ნოდარისგან ნაწყენი არასდროს არავინ არ ყოფილა, გარდა იმ ფაქტისა, რომელიც 15 წლის წინ მოხდა.

თეიმურაზ გუგეშაშვილი ამბობს, რომ გასრილასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იგი ექსპერტიზის ბიუროშიც იმყოფებოდა.

„მაინტერესებდა სროლასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ექსპერტიზის პასუხის გაცნობის უფლება არ მაქვს, მაგრამ რაც შესაძლებელი იყო გავიგე, რომ არის გამჭოლი ჭრილობა, დაზიანებულია ორივე ფილტვი, ასევე ხორხი და საძილე არტერიაც. ეს იყო სიკვდილის მიზეზი“, - განაცხადა გუგეშაშვილმა.

თეიმურაზ გუგეშაშვილმა არ იცის ჰქონდა თუ არა გამოძიებას კთხვები ბიზნესთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს რომ მის დას არანაირი ბიზნესი არ ჰქონია.

„დაკითხვაზე რამდენიმე წუთით ვიყავი, ვიღებდი ცნობას, რომ ცხედარი სამხარაულიდან გამომესვენებინა. რაც შეეხება ბიზნესს, დოდოს საერთოდ არავითარი ბიზნესი არ ჰქონია. ასევე გელა ნიკოლეიშვილისგან რაც მოვისმინე ჩანაწერი, ეს არის ის, რომ ვიღაც პიროვნებას უკრაინაში რაღაცის გადაადგილებაზე დახმარება უნდოდა, რა იყო ეს პროდუქცია, არ ვიცი“, - ამბობს თეიმურაზ გუგეშაშვილი.

ცირა გურგენიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი