უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2026 11:51
font-size

თებერვალში, იანვართან შედარებით, ინფლაცია 0.2 პროცენტით გაიზარდა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.2%-ით მოიმატა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, გასული წლის მეორე კვარტლიდან სამიზნე 3.0%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია ძირითადად სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, მეტწილად საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ ფაქტორებს უკავშირდება. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ბაზრებზე სურსათზე ფასების მატება, ადგილობრივ ფაქტორებთან ერთად, სურსათის ინფლაციას დამატებით ზრდიდა.

„საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება და თებერვლის მდგომარეობით 2.4% შეადგინა. თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს გაზრდილი ფასისა და ქალაქის შიგნით ავტობუსით მგზავრობის გაძვირებამ საბაზო ინფლაცია მცირედით დააჩქარა. რაც შეეხება მომსახურების ინფლაციას, თებერვლის მდგომარეობით 3.1%-ს შეადგენს. საბაზო და მომსახურების ინფლაციის მიზნობრივ დონესთან ახლოს შენარჩუნება გრძლევადიანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობის მანიშნებელია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, თებერვალში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში აღსანიშნავი ოქროს ბეჭდის და ქალაქის შიგნით მგზავრობის გაძვირებაა, რამაც თვის ინფლაცია ჯამში 0.2 პპ-ით გაზარდა. ამის საპირისპიროდ, იმერული ყველის და შოკოლადის გაიაფებამ თვის ინფლაცია დაახლოებით ამდენითვე შეამცირა.

„წლიურ ჭრილში ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად კვლავ სურსათის გაძვირება აისახება. თებერვალში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაციამ – 9.5%, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 3.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი გავლენა პურს აქვს (0.9 პპ). ძროხის ხორცის, იმერული ყველის, კარტოფილისა და შოკოლადის გავლენა ინფლაციაზე ჯამში 1.1 პპ-ს შეადგენდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 5.9%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიანი ინფლაცია 0.5 პპ-ით გაიზარდა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად ინტერნეტის გადასახდელი მოქმედებდა (-0.12 პპ). ამავდროულად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული პროდუქტების ფასების წლიური შემცირება ინფლაციას ამცირებს“, – აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტების ინფლაციას, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა.

„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას ყველაზე მეტად პურის, ხორცისა და ყველის ფასები განაპირობებს. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია კი 6.2%-მდე გაიზარდა, რაშიც ყველაზე დიდი წვლილი ოქროს გაძვირებამ შეიტანა. ამის გარდა, ამ კატეგორიაში დიდი წვლილი ზეთზე, კარტოფილსა და შოკოლადზე მოდიოდა. იმპორტირებული პროდუქტების ფასების წლიურმა დეფლაციამ 0.7% შეადგინა. იმპორტირებული პროდუქტების დეფლაციაზე ყველაზე მეტად საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაიაფება მოქმედებდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი