უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ივნისი, 2025 16:36
font-size

თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე შსს აქტივისტ ალბი კორძაიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს

თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საბაბით დაწყებულ საქმეზე შსს აქტივისტ ალბი კორძაიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ალბი კორძაიას შსს თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავება.

მას შემდეგ, რაც 11 აპრილს თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნულ გმირზე, გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას თქვა ფრაზა „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, აქტივისტები მის სახლთან მივიდნენ და წულუკიანის განცხადება გააპროტესტეს.

სწორედ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ედავება შსს აქტივისტს შესაძლო სამართალდარღვევას.

უწყების პოზიციით, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით უწოდა „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“.

პროცესზე დაიკითხა ოქმის შემდეგენლი პოლიციელი გიორგი გოგოლაძე, რომელმაც თქვა, რომ ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა და სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მოახდინა ალბი კორძაიას იდენტიფიცირება.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მოწმეს ჰკითხა, რა იცის თეა წულუკიანის ოჯახურ მდგომარეობაზე, რაზეც პოლიციელმა თქვა, რომ წულუკიანი დაქორწინებულია და არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

მისივე ინფორმაციით, ოჯახი ამ დროს სახლში იმყოფებოდა. ადვოკატის შეკითხვაზე, საიდან ფლობს მოწმე ამ ინფორმაციას, გოგოლაძემ განაცხადა, რომ წულუკიანის არასრულწლოვანი შვილის შესახებ ინფორმაცია დეკლარაციიდან მიიღო.

„საღამოს საათებში, რომელიც არ იყო ღამე, მივედი წულუკიანთან და ვთქვი, რაც იყო სათქმელი

მე წულუკიანთან არ მივიდოდი, რომ არ ყოფილიყო პრეისტორია, რომ არ ეთქვა, რომ ანწუხელიძე არის პიარს შეწირული ადამიანი“, - თქვა სხდომაზე ალბი კორძაიამ.

ალბი კორძაია წულუკიანის სახლთან ორჯერ იყო მისული. პირველად 11 აპრილის ღამეს და მისი თქმით, ამ დროს აქციაზე ხმის გამაძლიერებლით არ უსარგებლია. მეორედ ის წულუკიანის სახლთან 12 აპრილს მივიდა. სხდომაზე კორძაიამ აღნიშნა, რომ ოქმში შსს-მ ამ ორი საღამოს გარემოებები აურია.

სხდომაზე განიხილეს ვიდეომტკიცებულებებიც, რომელშიც ისმის ფრაზები: „ანწუხელიძე გმირია, თეა მოღალატეა; თეა წულუკიანი არის რუსი, ანწუხელიძე გმირია, ის პიარს არ შეეწირა, სამშობლოს შეეწირა; წულუკიანო, შენ რუსო, ქვეყნის მოღალატე“.

წყარო

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი