პოლიტიკა
თეა წულუკიანი შალვა ნათელაშვილისგან 2 ლარს მოითხოვს
საქალაქო სასამართლოში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის სარჩელის განხილვა დასრულდა.
წულუკიანი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ცილისმწამებლური განცხადებების გამო სასამართლოში უჩივის.
იუსტიციის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად 2 ლარს მოითხოვს.
საქმე ეხება შალვა ნათელაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, „ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობდა, რომ თეა წულუკიანმა ბინა სტრასბურგში, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით შეიძინა.
პროცესს დღეს თავად შალვა ნათელაშვილიც დაესწრო.
„იმისთვის, რომ ადამიანმა და მინისტრმა გაასაჩივროს პოლიტიკური ღირსების და პატივის შელახვა, მას ასეთი ღირსება და პატივი უნდა ჰქონდეს... სასამართლოს იმედი ვის შეიძლება ჰქონდეს, რას ლაპარაკობთ. მაგრამ, ძალიან კარგია ეს ამ კორუმპირებული მინისტრების მხილებისთვის, მათი რეალური სახის წარმოსაჩენად, კიდევ ერთხელ საზოგადების და მსოფლიო თანამეგობრობის თვალში და ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან მალე დაამთავრებს ამ სამარცხვინო, კორუმპირებულ რეჟიმს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


