პოლიტიკა
თეა წულუკიანი ყირგიზ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ეწვია. თეა წულუკიანმა ყირგიზეთის იუსტიციის მინისტრი ურან ახმეტოვი მიიღო. შეხვედრას ყირგიზეთის პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი აზიზ აბაკიროვი და იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა დელეგაციის წევრებს ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. მინისტრი მათ სერვისების გაცემისა და ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების შესახებაც ესაუბრა.
სტუმრები იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციისა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთესად გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. დაგეგმილია დელეგაციის სტუმრობა მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.
ყირგიზეთის დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია და ის 7 მარტს სრულდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


