უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივლისი, 2025 19:48
font-size

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას - მარტო შედი ჩორჩანას ტყეში და ჯონჯოლი გამოგვიტანე

[შედი ჩორჩანას ტყეში] და ჯონჯოლი გამოგვიტანე, - ასე მიმართა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელიც ე.წ. ჩორჩანას ტყეში საგუშაგოს ჩადგმის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვას დისტანციურად პასუხობს.

თეა წულუკიანის თქმით, კომისიის სხდომაზე იმყოფებოდა ადგილობრივი ელგუჯა ხარაზიშვილი, რომლის თქმითაც, საგუშაგოს ჩადგმამდე ჩორჩანას ტყით სოფელი სარგებლობდა და „ჯონჯოლზეც კი შედიოდნენ“, თუმცა საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ სოფელი ტყეში ვეღარ შედიოდა.

„შესაბამისად, თქვენ აცხადებთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იტყუა? ჩვენ გავიგეთ, რომ შეურაცხყოფას გვაყენებთ, გვიღალატეთ, გაიქეცით, ყველაზე ცუდები გგონივართ. რუსი ხარო, მე მეუბნებით, რუსეთში განათლებული კაცი და ა.შ. ეს გავიგეთ, მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ ბატონმა ელგუჯამ იცრუა?“- მიმართა წულუკიანმა გახარიას.

თავის მხრივ, გახარიას განმარტებით, ამას არასდროს იტყვის,[რომ ელგუჯა ხარაზიშვილი იტყუება], „რადგან კომისიის წევრებთან შედარებით, ელგუჯა ხარაზიშვილი ბევრად უფრო ღირსეული ადამიანია“.

„ბატონი ელგუჯა ხარაზიშვილის ზურგს უკან ამოფარებულები რომ ხართ, ამ ადამიანებს რომ ძარცვავთ და მერე სოციალური დახმარების გამო ასეთ სამარცხვინოდ ექცევით, რაც გინდათ ის ქენით“, - უპასუხა გახარიამ.

გახარიას გამოეხმაურა კომისიის ერთ-ერთი წევრი გურამ მაჭარაშვილი.

„ერთი ბლიც კითხვა, უცხოეთიდან რომ ჩამოხვალთ, ბატონ ელგუჯასთან ერთად, წახვალთ ამ ტერიტორიაზე? თუ აღარ აპირებთ ჩამოსვლას?. პირობა დადეთ, რომ ბატონ ელგუჯას გაჰყვებით ამ ტერიტორიაზე.“- მიმართა მაჭარაშვილმა.

გახარიამ კომისიის წევრს ასე უპასუხა:

„უცხოეთიდან რომ ჩამოვალ, სადაც მინდა [იქ წავალ]. თქვენ დადეთ პირობა, რომ საქართველოს მოსახლეობას ასეთ ცირკს [არ მოუწყობთ]. თქვენ არავინ არ ხართ ჩემთვის, რომ პირობა დაგიდოთ“, - უპასუხა გახარიამ მაჭარაშვილს, რომელიც გახარიას შემდეგი რეპლიკით გამოეხმაურა:

„ო, აი, კარგია, რომ გამწარდით. როცა ჩამოხვალთ, გაჰყევით ბატონ ელგუჯას ტყეში. ერთხელ შეიყვანე ტყეში... ვერ შეიყვან.“- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

გახარიამ კი ასე უპასუხა: „ელგუჯა ხარაზიშვილს, ასეთი საქმეებისთვის თქვენგან განსხვავებით არ გამოვიყენებ!“

„კარგი, მარტო შედი იმ ტყეში, მაშინ“- უპასუხა გახარიას მაჭარაშვილმა, მაჭარაშვილის ამ რეპლიკას კი, წულუკიანმა დაამატა: [მარტო შედი] და ჯონჯოლი გამოგვიტანე“.

წყარო

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი