პოლიტიკა
თბილისში უფრო მეტი ევროკავშირის დროშაა, ვიდრე ევროკავშირში საქართველოსი _ ევროკომისიის წარმომადგენელი
„საქართველოში ვიზიტის დროს, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თბილისში ევროკავშირის დროშების რაოდენობამ. თბილისში უფრო მეტი ევროკავშირის დროშაა, ვიდრე ევროკავშირში საქართველოსი“, განაცხადა ევროკომისარმა მიგრაციის, საშინაო პოლიტიკისა და მოქალაქეობრივ საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით გამართულ პლენარულ სესიაზე.
ავრამოპულოსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეფორმების კუთხით გაწეული დიდი ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაცია „საქართველოსა და ევროკავშირის უფრო დაახლოებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ხელშესახებ მექანიზმს წარმოადგენს, რომლის სიკეთეს თითოეული მოქალაქე იგრძნობს“.
ევროკომისრის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს უვიზო რეჟიმის მინიჭებას, რადგან საქართველო ვალდებულებების შესრულების კუთხით სამაგალითო ქვეყანას წარმოადგენს, რომლის მოსახლეობაც ევროკავშირში ინტეგრაციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
შემაჯამებელ სიტყვაში ავრამოპულოსმა კოლეგებს აქტიური დებატებისთვის მადლობა გადაუხადა: „ძალიან მიხარია, რომ სესიის ბოლოს გვაქვს კონსენსუსი და მინდა დავუდასტურო საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენ ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებას. საქართველოს მოსახლეობამ და მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. მინდა შევაქო მთავრობა ამ ძალისხმევისთვის“.
2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა კენჭისყრა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების საკითხზე.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და დაამტკიცეს 539/2001 რეგულაციის შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


