სამართალი
თბილისში საქველმოქმედო ფონდის ოფისი გაქურდეს
თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე საქველმოქმედო ფონდ, ,,მომავლის გზის“ ოფისი გაქურდეს.
მოპარულია კომპიუტერული ტექნიკა, შემოწირული თანხა და სხვა ნივთები.
ფონდის თანამშრომლებმა დღეს დილით აღმოაჩინეს, რომ შენობა გატეხილი იყო.
,,წაღებულია ბავშვების შესაწირი თანხა, რომელიც საახალწლოდ მათი სურვილების შესასრულებლად, საჩუქრების შესაძენად იყო გამიზნული, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა და ლეპტოპი, სადაც სრული ბაზა იყო ჩვენი საქმიანობის და ბავშვების აღრიცხვის“, - აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


