პოლიტიკა
თბილისში საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება
19 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
ოფიციალური ცნობით, აღნიშნული შეხვედრის მიზანია საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, სპორტის, კულტურული გაცვლების, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის საკითხებისა და ჯანდაცვის სფეროში.
საქართველოს მხრიდან შეხვედრის თანათავმჯდომარეები იქნებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, ხოლო ამერიკული მხრიდან - ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილე ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორის განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე თომას მელია.
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურის საკითხები.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


