უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

17 ოქტომბერი, 2025 12:16
font-size

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირია დაკავებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.

ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა.

„გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებმა და მათმა დამხმარე პირებმა კონკრეტული თანხების მიღების სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი სამედიცინო დოკუმენტაცია დაამზადეს, რის საფუძველზეც ადამიანებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი მიენიჭათ.

პირველ შემთხვევაში, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა დ.ტ.-მ მოქალაქეს 3000 ლარის სანაცვლოდ, გადასცა შშმ პირის ყალბი მოწმობა, რომლის საფუძველი იყო ბრონქული ასთმის დიაგნოზი - ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევებისა და კომისიის გავლის გარეშე.

მეორე შემთხვევაში, ბათუმში, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა თ.დ.-მ 9500 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მას მიენიჭა პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი იმ მოტივით, თითქოს მას ჰქონდა C ჰეპატიტით გამოწვეული ღვიძლის დაავადება.

მესამე შემთხვევაში, ქუთაისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა ც.ო.-მ 3200 ლარის სანაცვლოდ მოქალაქეს გადასცა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით. ამ შემთხვევაში ც.ო.-მ აღნიშნული მოქალაქე მიიყვანა ნევროლოგთან კონსულტაციაზე, რომელმაც მოამზადა კომპიუტერული ენცეფალოგრაფიის ყალბი ცნობა გამოგონილი დიაგნოზით, რის შემდეგაც ც.ო.-მ მოქალაქე წაიყვანა სხვა სამედიცინო კლინიკაში კონსულტაციაზე მეორე ექიმთან, რომელმაც თავის მხრივ დაამზადა ყალბი სამედიცინო ცნობა ეპილეფსიის დიაგნოზით.

სამივე შემთხვევაში ქმედება მიმართული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოში ყალბი ცნობების წარდგენითა და შესაბამისად, შშმ პირის სტატუსის მინიჭებით, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული საპენსიო და სხვა შეღავათების მიღებისკენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 25, 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას, კომერციულ მოსყიდვაში დახმარებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და გასაღებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ხედავთ, არსებობს არც თუ იშვიათი შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლების მხრიდან ყალბი სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, რაც გარდა სახელმწიფოსა და საზოგადოების ზოგადი ანტიკორუფციული ინტერესებისა, უდიდეს ზიანს აყენებს ძალიან ბევრი ღირსეული და პროფესიონალი მედიკოსის იმიჯს. ამიტომ მოვუწოდებთ სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებს თუ იმ ადამიანებს, ვისაც მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილი აქვთ - ნუ დაუშვებენ მსგავსი უკანონო ქმედების ჩადენას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციული დანაშაულების მიმართ იქნება განსაკუთრებით შეურიგებელი“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი