უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 ნოემბერი, 2025 12:14
font-size

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC) ავრცელებს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ასევე ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ დაჯარიმდა 5000 ლარით - იმავე მიზეზით. შსს მას პერიოდულად აჯარიმებდა 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში სადიგოვისთვის არავის შეუტყობინებია.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 23 ოქტომბერს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 5 ნოემბერს, 19:20 საათზე, აფგან სადიგოვი მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორს დატოვებს.

აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფგან სადიგოვი დამატებით 55-ჯერ არის დაჯარიმებული 5000 ლარით - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, შსს მას პერიოდულად 2025 წლის 29 ივლისიდან 17 ოქტომბრამდე აჯარიმებდა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ამ პერიოდში მისთვის არავის შეუტყობინებია.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 17 აპრილს სასამართლომ აფგან სადიგოვი, თითქმის 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. პროკურატურამ და სასამართლომ მას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მისცეს, რის შედეგადაც აფგან სადიგოვი ფაქტობრივად მოსწყვიტეს საკუთარ ოჯახს - მეუღლესა და ქალიშვილებს, რომლებიც მესამე უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფებიან. აფგან სადიგოვი აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში თბილისსა და ბათუმში, სოლიდარობას უცხადებდა ქართულ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, პარალელურად კი, როგორც ჟურნალისტი, აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს. ის თითქმის ყოველდღიურად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მისთვის არც ერთხელ არ შეუტყობინებიათ, რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული იყო. აღსანიშნავია, რომ მისი საცხოვრებელი მისამართისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ საქართველოს პროკურატურა ოფიციალურად არის ინფორმირებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჯარიმები უკვე გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თუმცა არსებული სასამართლო პრაქტიკის ფონზე, მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო ობიექტურად შეაფასებს მტკიცებულებებს და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას გამოიყენებს, საკმაოდ მცირეა.

რუსთაველის გამზირზე და სხვა დიდ ქალაქებში მიმდინარე 342-დღიანი პროტესტის განმავლობაში, სასამართლოებმა ასობით შეკრების მონაწილის საქმე განიხილეს, რომლებზეც შსს გზის გადაკეტვას ედავებოდა. ამ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში სასამართლომ პირები სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლო სათანადოდ არ აფასებს არც აქციის მონაწილეთა რაოდენობას და არც იმ გარემოებას, რომ ამ თვეების განმავლობაში, უმეტეს შემთხვევაში, პოლიცია თავად კეტავდა გზის სავალ ნაწილს, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები გადადიოდნენ აღნიშნულ მონაკვეთზე. გარდა ამისა, სასამართლომ ამ დრომდე ვერ გასცა პასუხი კითხვას - ობიექტური დამკვირვებლისთვის რა შეიძლება ჩაითვალოს ისეთი რაოდენობის აქციის მონაწილედ, რომელიც მათი შეხედულებით საკმარისი იქნება სატრანსპორტო გზის გადაკეტვისთვის.

უფრო მეტიც, უწყვეტი პროტესტისა და საზოგადოებრივი უკმაყოფილების ჩახშობის მიზნით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გაამკაცრა კანონმდებლობა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადად აღიარა განმეორებით სამართალდამრღვევის მიერ გზის გადაკეტვა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით განისაზღვრა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ალტერნატივის გარეშე. შეკრების მარეგულირებელი წესების დარღვევისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობის ზომები არაპროპორციულია და არაპირდაპირ იწვევს შეკრების/გამოხატვის თავისუფლების უფლებებში უხეშ ჩარევას.

ცხადია, ამ პირობებში არსებობს მაღალი რისკი, რომ "ქართული ოცნება" ამ რეპრესიულ მექანიზმს აფგან სადიგოვის წინააღმდეგაც გამოიყენებს - ჟურნალისტის, რომელიც საქართველოში უკვე ერთი წელია აგრესიული სამართლებრივი დევნისა და შევიწროების ქვეშ იმყოფება.

შეიძლება ითქვას, რომ აფგან სადიგოვის მიმართ ერთი მხრივ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო მეორე მხრივ მის წინააღმდეგ გამოწერილი ათობით ჯარიმა, ნათლად აჩვენებს მიზანს - პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტის სამაგალითო დასჯას. ეს ინტერესი, მათ შორის, უკავშირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესებს, რომელიც ბაქოში ჟურნალისტის ექსტრადიციას თვეების განმავლობაში აქტიურად ითხოვდა. ექსტრადიციის პროცესის შეჩერება მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად გახდა შესაძლებელი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას მიაწვდის შემდგომ ინფორმაციას აფგან სადიგოვის საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით," - ნათქვამია განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი