პოლიტიკა
თბილისში კონფერენცია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“ გაიმართება
ხვალ, 22 ნოემბერს, ქ. თბილისში,სასტუმროში „ბილტმორი“ ჩატარდება კონფერენცია - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები“. კონფერენცია გაიმართება საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული ინიციატივების ფარგლებში, რაც ყოველწლიურად, მაღალი დონის, ერთობლივი კონფერენციის ჩატარებას ითვალისწინებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ღონისძიების მიზანი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მაღალი ჩართულობის ხელშეწყობაა. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული სექტორული თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტების განხილვას.
კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს ელჩი საქართველოში, და დავით ბაქრაძე - საქართველო სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები საქართველოში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


