უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ოქტომბერი, 2020 13:25
font-size

თბილისში ისრაელელი მხატვრის და მოქანდაკის გამოფენა გაიმართა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გივი ყანდარელის სახელობის გობელენის მუზეუმში ცნობილი ისრაელელი მხატვრისა და მოქანდაკის გენადი როიტიხის გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის გრაფიკული ნამუშევრები და კერამიკული ფოტოინსტალაციები.

გამოფენის მხარდამჭერი იყო „ისრაელის სახლი“. ორგანიზაციის ხელმძღვანელის იციკ მოშეს თქმით, „ისრაელის სახლი“, AEPJ-ის ეგიდით, როგორც ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. გენადი როიტიხის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ებრაულ თემატიკას, ამიტომ ამ გამოფენის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ქართული საზოგადოებისთვის სახვითი ხელოვნებით გადმოცებული ისრაელის კულტურის გაცნობა იყო.

„ისრაელის სახლის“ კონცეფციის მთავარი მიმართულებაა სახალხო დიპლომატია, რომლის განუყოფელი ნაწილია კულტურული დიპლომატია. მხარეებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ქვეყნის კულტურა, სხვანაირად შეუძლებელია მაღალი დონის კავშირების ჩამოყალიბება, - აცხადებს იციკ მოშე.

მხატვარმა ისრაელიდან გამოფენაზე დასასწრებად ჩამოსვლა პანდემიისა და კარანტინის გამო ვერ მოახერხა, თუმცა პირდაპირი ჩართვით მიესალმა გამოფენის ორგანიზატორებს და მონაწილეებს.

გამოფენის კურატორი ხელოვნებათმცოდნე მანანა გიგიბერია იყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი, ისრაელის ქნესეთის ყოფილი ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი, სტუმრები ისრაელიდან.

გენადი როიტიხი - გამოჩენილი მხატვარი და მოქანდაკე მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილებით, რომელიც მონაწილეობს სოლო თუ სხვა მრავალ ჯგუფურ გამოფენაში ისრაელსა და სხვა ქვეყნებში. როიტიხის ქანდაკება „მემორანდუმ 10“ აღმართულია ისრაელის პარლამენტში - ქნესეთში.

როიტიხი უკრაინაში დაიბადა 1949 წელს. 1994 წელს ისრაელში ემიგრირდა. მას პროფესიული განათლება საქართველოში აქვს მიღებული. 1972 წელს დაამთავრა სოხუმის სამხატვრო სასწავლებელი, 1977 წელს თბილისის სამხატვრო აკადემია.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი