პოლიტიკა
თბილისში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, მარინა არაბიძის განცხადებით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურებიდან მიღებული მონაცემებით, თბილისში დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები წერეთლის გამზირზე ფიქსირდება.
არაბიძემ აღნიშნა, რომ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები 4 წერტილშია განთავსებული: წერეთლის გამზირი, ყაზბეგის გამზირი, ვარკეთილი და ვაშლიჯვარი, აქედან ყველაზე კარგი მდგომარეობა ვაშლიჯვარში ფიქსირდება.
ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის ინფორმაციით, დღეს თამარ მეფის გამზირზე ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ აზოტის დიოქსიდი 1.3-ჯერ აღემატება ნორმას, რისი მიზეზიც ძირითადად ტრანსპორტია.
მეგრელიშვილის თქმით, ამ პრობლემასთან საბრძოლველად აუცილებელია ტექდათვალიერების სრულყოფილად ამოქმედება და კერძო ტრანსპორტის წილის შემცირება.
„მობილური ავტომატური სადგურის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავარი დამაბინძურებელი დედაქალაქში აზოტის ორჟანგია. საბედნიეროდ, სხვა დამაბინძურებლები ნორმაშია. ჩვენი ავტოპარკის ასაკისა და ტექნიკური გამართულობის პირობებში, სამწუხაროდ, ლოგიკური შედეგია.
აუცილებელია ე.წ. ტექდათვალიერების სრულყოფილად ამოქმედება, ავტოპარკის გაახალგაზრდავება, უფრო სუფთა ტექნოლოგიების წახალისება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესება და განვითარება, რათა კერძო ტრანსპორტის წილი შევამციროთ დედაქალაქში“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.
კითხვაზე, აზოტის ორჟანგის ნორმა იზომება თუ არა ევროკავშირის სტანდარტებით, მეგრელიშვილმა უპასუხა, რომ ეროვნული და ევროკავშირის ნორმა თანხვედრაშია.
„აზოტის ორჟანგის შემთხვევაში, ეროვნული და ევროკავშირის ნორმა თანხვედრაშია, საბედნიეროდ. თუმცა, 1-ელი აგვისტოდან, სრულად გადადის ქვეყანა ევროპულ სტანდარტებზე ჰაერის ხარისხის კუთხით“, - აღნიშნა მეგრელიშვილმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა გოგირდის დიოქსიდზე. მეგრელიშვილის თქმით, საწვავში გოგირდის შემცველობის შემცირებამ ამ კუთხით კარგი შედეგი მოიტანა.
„გოგირდის დიოქსიდი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ნორმაზე გაცილებით უფრო დაბალია. ეს იმის შედეგია, რომ ქვეყანაში საწვავში გოგირდის შემცველობა 25-ჯერ შევამცირეთ. ესაა ნათელი მაგალითი იმისა, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დადებითი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


