უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 აგვისტო, 2017 18:40
font-size

თბილისში დასრულდება ურბანული გენოციდი - კახა კალაძე

თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატმა, კახა კალაძემ Facebook-ის პირად გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც თბილისის ურბანული განვითარების შესახებ ლაპარაკობს.

კალაძის თქმით, მისი მერობის შემთხვევაში, თბილისში "ურბანული გენოციდი" დასრულდება.

"წლებია, თბილისს არ ჰქონია ურბანული განვითარების ერთიანი კონცეფცია. არ ჰქონია მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და კომფორტზე მორგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნის გეგმა; არ ჰქონდა თბილისის ვიზუალური მხარის, არქიტექტურული უნიკალურობისა და მშენებლობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხედვა. ეს არის ჩვენი ბოლო 25-წლიანი მემკვიდრეობა და თუ გნებავთ, დანაშაულიც კი.

ჩვენი გუნდი აპირებს ერთობლივად, კომპლექსურად, ყველა პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის დაწყებას.

ქალაქი - ეს არის ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანივით ცოცხლობს და ამისთვის სიცოცხლისთვის აუცილებელმა მისმა ყველა კომპონენტმა უნდა საათის მექანიზმივით, უნისონში აწყობილად იმუშაოს.

ჩვენ აუცილებლად მოვაწესრიგებთ ქალაქგეგმარებას და, რაც მთავარია, პროგრესის პერსპექტივით.

მოგვარდება ქაოტური, უხარისხო და უსახური მშენებლობების პრობლემა. თითოეული გაცემული ნებართვა, დამტკიცებული პროექტი მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთიანი ურბანული კონცეფციიდან გამომდინარე. ყველა საცხოვრებელი კომპლექსი თუ კორპუსი უნდა ეწერებოდეს საერთო სქემაში, უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო უსაფრთხოების ნორმებს და ხარისხს, არამედ უნდა აკმაყოფილებდეს არქიტექტურულ გემოვნებასა და ქალაქის ერთიან სტილს ეხამებოდეს.

ქალაქის განაშენიანება და განვითარება იქნება ჰარმონიული. გაძლევთ პირობას, რომ თბილისში დასრულდება ე.წ. ურბანული გენოციდი და ქალაქი გახდება თანამედროვე. და რაც მთავარია - სიცოცხლით სავსე", - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.

ნინო ექვთიმიშვილი


საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი