სამართალი
თბილისში ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს - ,,ეხო კავკაზა“
პორტალ „ეხო კავკაზას" ინფორმაციით, თბილისში ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი, სააგენტო „კავკაზ.რეალიის“ თანამშრომელი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს.
როგორც "ეხო კავკაზა" იტყობინება, „კავკაზ.რეალიის“ რედაქციაში გაგზავნილი მისი აუდიო შეტყობინების მიხედვით, დაკავებულია და არა აქვს საშუალება ოპერატიულად უპასუხოს რედაქციიდან შესულ ზარებს.
ბლოგერმა არ ისურვა დაკავების დეტალებზე საუბარი, თუმცა მისი განმარტებით, ამ ეტაპზე, არ დგას რუსეთისთვის მისი გადაცემის საკითხი.
გამოცემა წერს, რომ ტუმსო აბდურახმანოვზე, ჩეჩნეთის ძალოვანმა უწყებებმა უკანონო თვალთვალი და დევნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ბლოგერმა, რამზან კადიროვის ადმინისტრაციის უფროსის, ისლამ კადიროვის კორტეჟს, გროზნოში გზა არ დაუთმო.
როგორც „ეხო კავკაზა" წერს, კადიროვის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მუქარების შემდეგ, აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი დატოვა და საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ამ ეტაპზე, სასამართლო, ტუმსო აბდურახმანოვის სააპელაციო სარჩელს განიხილავს. აბდურახმანოვი მისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაზე უარს ასაჩივრებს.
„ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აბდურახმანოვმა არაერთხელ გააგზავნა განცხადება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში უკანონო დევნისა და თვალთვალის შესახებ, საიდანაც მისი მოთხოვნას ჩეჩნეთში აგზავნიდნენ, იქ კი რეაგირების გარეშე ტოვებდნენ.
ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ტუმსო აბდურახმანოვის დაკავებას არ ადასტურებენ.
როგორც მედიანიუსს უწყებაში განუცხადეს, შსს-ს ის არ დაუკავებია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


