საზოგადოება
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობა მოხდა
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 9 ნომერში მკვლელობა მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად მოკლულია მამაკაცი. ასევე, არსებული ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მოკლულის თანმხლები პირი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მოკლულის ახლობლები საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობენ, მოკლული 58 წლის ბიზნესმენია.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, მკვლელობის და 336-ე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.
ჭავჭავაძის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამზირი ნაწილობრივ გადაკეტილია.
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


