პოლიტიკა
თბილისში არჩევნები უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს - „ნაციონალური მოძრაობა“
პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, თბილისში არჩევნები წარმოუდგენელი, უპრეცედენტო დარღვევებით მიმდინარეობს.
„ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები იმყოფებიან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, თავზე ადგანან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში რეგისტრაციის ნომერს. ეს რაღაცას ახალი მეთოდია მოგონილი „ქართული ოცნების“ მიერ. ეს არის ფარულობის პრინციპის დარღვევა, რაზეც სამწუხაროდ ამ წუთამდე ცესკოს განცხადება არ გაუკეთებია. მოვუწოდებთ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს პოზიცია ამ დარღვევაზე. ნუ იმალება პრესსპიკერის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების უკან“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მან ასევე ამომრჩეველს მიმართა და განუმარტა, რომ „მიუხედავად „ქართული ოცნების“ ზეწოლისა, საარჩევნო უბანზე ვერავინ ვერ დაადგენს თუ ვის მიეცით ხმა“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესსაც გამოეხმაურა.
ბეჟაშვილის თქმით, დუშეთის მე-13 უბანზე შესაძლოა საარჩევნო პროცესი ჩაიშალოს.
„მე-13 უბანზე არ არის შესული ამ წუთამდე მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიულეტენი. ეს არის არჩევნების ბათილობის საფუძველი კონკრეტულად ამ უბანზე და კონკრეტული საჩივარი უკვე დაწერილია.
ასევე ბოლნისში მე-20 უბანზე თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს და სცემეს. ის მოუწოდებდა საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრებს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ აგიტაცია არ მოეხდინათ, რაზეც გაღიზიანდნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ასევე თავდასხმა მოხდა ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატზე ირაკლი ბარძიმაძეზე. მას ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ზოია ბალიაშვილის შვილი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


