უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ოქტომბერი, 2018 16:30
font-size

თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 5 ოქტომბერს დასრულდება

თბილისსა და მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1 ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინები განაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ნგრევადი ობიექტი დაიხურება.

მარნეულში გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. მარნეულში საცხოვრებელი ფართი 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

იმ დევნილმა ოჯახებმა კი, ვინც უკვე შეავსეს განაცხადი, დამატებითი დოკუმენტაცია მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ.

განაცხადების მიღება 2018 წლის 5 ოქტომბერს დასრულდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (თბილისი - თამარაშვილის ქ.N15ა, ზუგდიდი - ხუბულავას ქ.N6, ქუთაისი - აბაშიძის ქ.N28), ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი