პოლიტიკა
თბილისს იტალიის პრეზიდენტი ეწვია
საქართველოში იტალიის პრეზიდენტი სერჯიო მატარელა ჩამოვიდა.
მატარელა თბილისში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩამოფრინდა. იტალიის პრეზიდენტს საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დახვდნენ.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრა. გაიმართება იტალიისა და საქართველოს დელეგაციების გაფართოებული შეხვედრაც.
საქართველოში ვიზიტის დროს დაგეგმილია სერჯიო მატარელას აუდიენცია საქართველოს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პატრიარქთან.
საპატიო სტუმარი საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმსაც დაესწრება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


