უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2025 15:47
font-size

„თბილისობის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით გზების გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

„თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა შეეხება ბენზინგასამართ სადგურ „ვისოლის“ მიმდებარე ტერიტორიიდან კოსტა ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

„აღნიშნულ პერიოდში ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება დარჩება უცვლელი, არსებული მდგომარეობის შესაბამისად. ამასთან, შოთა გამცემლიძის ქუჩიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები: N323, N333, N359, N395 და მიკროავტობუსები: N462, N522 და N536 ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს გავლით, რის შემდეგაც ბარათაშვილის ხიდით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. უკუმიმართულებისას ანალოგიურად გამოიყენებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროს და დაუკავშირდებიან ჯავახიშვილის ქუჩას, რის შემდეგაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი