საზოგადოება
„თბილისობა“ 20-21 სექტემბერს გაიმართება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ წელს 20-21 სექტემბერს გაიმართება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, გარდა სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიებისა, 20 სექტემბერს – საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია, ხოლო 21 სექტემბერს საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
„იმის გამო, რომ წელს, 4 ოქტომბერს არის თვითმმართველობის არჩევნები, „თბილისობა“ 20-21 სექტემბერს ჩატარდება. ღონისძიების მთავარი ლოკაციები კვლავ ორბელიანის მოედანი და რიყის პარკი იქნება, სადაც ორი დღის განმავლობაში, სტუმრებს მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ. 20 სექტემბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ტრადიციულად, საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართებa, რომელიც სატელევიზიო ეთერით გადაიცემა, ხოლო 21 სექტემბერს, ევროპის მოედანზე საზეიმო კონცერტი ჩატარდება.
რაც შეეხება დანარჩენ ღონისძიებებს, ორივე დღეს, ორბელიანის მოედანზე წარმოდგენილი იქნება გამოფენები, თეატრალიზებული, გასართობი თუ საბავშვო პროგრამები; აბანოთუბანში 20-21 სექტემბერს ჩატარდება გამოფენა-გაყიდვა „თბილისური მრავალფეროვნება“, ხოლო რიყის პარკში მისულ სტუმრებს დახვდებათ საბავშვო წარმოდგენები და ქართული ესტრადის შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი. 21 სექტემბერს, 20:00 საათზე კი ევროპის მოედანზე, როგორც უკვე გითხარით, დაიწყება „თბილისობის“ საზეიმო კონცერტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


