უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ოქტომბერი, 2025 13:08
font-size

თბილისმა ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ - SBC Summit Tbilisi 2025-ს უმასპინძლა

თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 გაიმართა. ღონისძიება 15-16 ოქტომბერს ჩატარდა და ევრაზიის რეგიონი სრულად მოიცვა. მისი ორგანიზატორები იყვნენ ბრიტანული ორგანიზაცია SBC და ქართული კომპანია SMH, სამიტის წარმდგენი პარტნიორი კი - EGT Georgia.

ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრა iGaming-ინდუსტრიის 2 000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან.

სამიტის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. სტუმართა წინაშე წარდგა 30-ზე მეტი კომპანია საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცათ.

აღსანიშნავია, რომ საგანგებოდ სამიტზე დასასწრებად საქართველოს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა, მსოფლიოს ჩემპიონი ალესანდრო ნესტა ეწვია. იგი SBC Summit Tbilisi 2025-ს სამიტის მთავარი სპიკერის რანგში დაესწრო. „მილანის“ ვეტერანმა მცველმა ღონისძიებაზე ორი მნიშვნელოვანი გამოსვლა გამართა. მან სპორტზე, ლიდერობაზე და სპორტსა და iGaming-ს შორის კავშირზე ისაუბრა. ნესტამ დამსწრეებს ინდუსტრიის ლიდერებთან წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე გამოცდილება გაუზიარა და საკუთარი კარიერაც გაიხსენა. მან ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.

იტალიელი ასევე შეუერთდა პანელს "The Influence of Sports Icons in Gaming & Entertainment"-ს, სადაც მასთან ერთად წარდგნენ ინდუსტრიის ექსპერტები: დოქტორი მათიას კირშენჰოფერი (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Sport1 Medien), SMH Global-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი და ზურაბ მაღალაშვილი (მარკეტინგის დირექტორი, Flutter Entertainment).

“მიყვარს ადამიანებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება - განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ქვეყანაში ვარ. ამ ღონისძიებაზე ბევრი საინტერესო ადამიანია შეკრებილი, რაც ძალზე მახარებს. საქართველოში ყოფნით მოხიბლული ვარ”, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ალესანდრო ნესტამ.

SMH Global-ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას SBC Summit Tbilisi 2025-ის მნიშვნელობა შეაფასა.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველო ასეთი რანგის ღონისძიებას უკვე მესამედ მასპინძლობს. სამიტს სპორტისა და iGaming-ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები დაესწრნენ, მათ შორის, საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ საქართველო iGaming-ის ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში მოექცა იმდენად, რამდენადაც სამიტის გასაშუქებლად თბილისს მსოფლიო მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ეს კი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ხსენებული სექტორების განვითარებასა და, ამავე მიმართულებით, საქართველოს რეგიონულ ჰაბად დამკვიდრებას”, - აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი