საზოგადოება
თბილისის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება
დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა.
ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში. საგზაო მოძრაობა რომ არ შეფერხდეს, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.
წყნეთში მიმდინარე გზის გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
„თბილისის შემოგარენში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური მარილის დაყრა. გზებზე გადაადგილება არსად შეფერხებულა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
თოვლიანობის გამო საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


