სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ საქმეში არსებული ვიდეომასალა წარადგინა. კერძოდ, პროცესზე აჩვენეს ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზე აგებული დოკუმენტური ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო 2004 წლის 19 თებერვლის მოვლენები, ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრისა და დარბევის და შემდგომ უკვე, “იბერია ტვ”-ის ლიცენზიის იძულებით დათმობის პროცესთან დაკავშირებული ფაქტები.
ფილმში წარმოდგენილი იყო მოვლენების უშუალო მონაწილე პირების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების ინტერვიუები, რომელთა ნაწილიც უკვე გამოიკითხა წინა სასამართლო სხდომებზე ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით.
,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოვიკვლიეთ ის ვიდეომასალა, რომელიც თანდართულია სისხლის სამართლის საქმეზე. კერძოდ, აღნიშნულ ვიდეომასალაზე ასახულია, თუ როგორ მოხდა ტელეკომპანია ,,იბერიას“ და ასევე, ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში შეჭრა. შემდგომ, დეტალურად არის აღწერილი, თუ რა პირობებში მოხდა, ამ კომპანიების კუთვნილი ტექნიკის დარბევა. ასევე, მოცემული არის სხვადასხვა პიროვნების მიერ გამოთქმული მოსაზრება დარბევასა და შეჭრასთან დაკავშირებით.
,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელმა, ლევან აღდგომელაშვილმა ვიდეოში ცალსახად განაცხადა, რომ სწორედ გიორგი ლაცაბიძის მოთხოვნის შედეგად დათმეს მათ კუთვნილი ლიცენზია. სწორედ ამასთან მიმართებით გვინდოდა ჩვენ გამოგვეკვლია აღნიშნული ვიდეომასალა. ასევე, ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ სწორედ აღნიშნულ პერიოდში გენერალური პროკურორი იყო ზურაბ ადეიშვილი, რომლის ორგანიზებითაც მოხდა ტელეკომპანია ,,იბერიას“ ლიცენზიის იძულებით დათმობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


