სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იკითხება, რომელმაც მელია რუსთაველის გამზირზე დააკავა.
პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. მოწმე გაგა ბზიკაძეს ნიკა მელია სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდა.
მელიამ სამართალდამცველი სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა.
"ურცხვად ტყუიხართ და თქვენ ხართ დამნაშავე. გააყალბეთ ოქმი და ახლა სასამართლოს ატყუებთ, თითქოს ყველაფერი ჩემი დაკავების დღეს გააკეთეთ. აქედან გახვალთ, ფორმას ჩაიცვამთ და გააგრძელებთ დანაშაულებრივ საქმიანობას", - მიმართა გაგა ბზიკაძეს ნიკა მელიამ.
თავის მხრივ, მოწმემ ენმ-ს ლიდერს მიმართა და მოუწოდა, შეეწყვიტა მისთვის შეურაცხყოფის მიყენება.
გაგა ბზიკაძემ განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაიბარა ნიკა მელია ადმინისტრაციული ოქმის გასაცნობად აგვისტოში.
"გარკვეული პერიოდი საქართველოში არ ვიმყოფებოდი და როდესაც ჩამოვედი, დავუკავშირდი ნიკა მელიას. თავიდან არ მიპასუხა, მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემდეგ მიპასუხა და მითხრა, იურისტთან გავივლი კონსულტაციასო. დაახლოებით, 15 წუთში გადმომირეკა და დამიწყო ყვირილი, თითქოს კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანი მელაპარაკებოდა, ისე დაიწყო საუბარი. მე მოვუწოდე, რომ კორექტულად ესაუბრა და ვკითხე, მოვიდოდა თუ არა ადმინისტრაციული ოქმის გასაცნობად, რაზეც მიპასუხა, რომ არსადაც არ მოვიდოდა", - განაცხადა გაგა ბზიკაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. კერძოდ, ნიკა მელიას პოლიცია კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავების შემდეგ მელია ხელწერილით გაათავისუფლეს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


