სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
როგორც გვარამიამ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისი და მამუკა ახვლედიანის ჩანაწერი წაშლილია, რადგან ამის შენახვის აუცილებლობა არ არსებობდა. გარდა ამისა, გვარამიას თქმით, ის არ აპირებს დაასახელოს იმ მესამე პირის ვინაობა, რომელიც საუბარს ესწრებოდა. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორისთვის გაუგებარია, რატომ გახდა მისი ხელმეორედ გამოკითხვა საჭირო.
”დიალოგი მიდის სამ ადამიანს შორის. მე ვიცი, ვის შორის გაიმართა საუბარი, მათ შორის, როგორც უკვე განვაცხადე, ერთ-ერთი იყო სახელმწიფოსთან დაახლოებული პირი. მის ვინაობას, მე ერთხელ უკვე ვთქვი, არ დავასახელებდი და ახლაც ასე ვაპირებ”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას დაკითხვა სასამართლოში, მისი მოთხოვნის საფუძველზე ხდება. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, რომელიც შს სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში იყო დაკითხვაზე დაბარებული, უარი განაცხადა ჩვენება შსს-თვის მიეცა და სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. იმავე დღეს შსს-მ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით მიმართა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


