უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ივლისი, 2017 13:40
font-size

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას უარყოფითად აფასებენ

კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ მკვეთრად უარყოფითად აფასებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან თვითნებურად გათავისუფლებას.

აღნიშნულის შესახებ საუბარია კოალიციის განცხადებაში, რომელსაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ:

,,24 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, გიორგი ებანოიძე. კოალიციის შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება უკანონოა და მის მიერ უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს წარმოადგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განსახილველად იქნა გამოტანილი საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიასთან მიერთების საკითხი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ახლადდანიშნული თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის, განმარტებით ცვლილება სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განტვირთვას ემსახურებოდა.

თავდაპირველად, აღნიშნული ინიციატივა საბჭოს ყველა წევრმა მოიწონა, თუმცა როგორც გადაწყვეტილების პროექტის კენჭისყრამდე გაირკვა, ცვლილება რეალურად, კანონის გვერდის ავლით, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ემსახურებოდა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არამოსამართლე წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა, საბჭოს წევრებს მოუწოდა კოლეგიების გაერთიანების შედეგად გიორგი ებანოიძეს თანამდებობა შეენარჩუნებინათ, საბჭოს წევრების მხრიდან ცვლილების რეალური მიზეზი პირდაპირ გაჟღერდა. მათი განმარტებით, ისინი უკმაყოფილო იყვნენ გიორგი ებანოიძის მუშაობით და სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მენეჯმენტის ცვლილება სურდათ.

საბჭომ იმავე სხდომაზე მიიღო კოლეგიების გაერთიანების, თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მის ადგილზე ბადრი შონიას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის გადაწყვეტილება. აღსანიშნავია, რომ გიორგი ებანოიძე 2016 წელს 5 წლიანი ვადით დაინიშნა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ, ხოლო ბადრი შონია 2017 წლიდან ასრულებდა საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობას. ასეთ პირობებში, ბადრი შონიას დანიშვნა გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დამატებით ადასტურებს, რომ საბჭოს რეალური მიზანი მათთვის არასასურველი თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება იყო. უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას მხოლოდ 3 - მა არამოსამართლე წევრმა (ვახტანგ მჭედლიშვილი, ნაზი ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი) არ დაუჭირა მხარი.

საყურადღებოა, რომ გიორგი ებანოიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საბჭოს დღის წესრიგით საერთოდ არ ყოფილა გათვალისწინებული. გარდა ამისა, სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული თავად გიორგი ებანოიძეც, რომელსაც აღნიშნულ საკითხზე აზრის გამოთქმის საშუალება მიეცემოდა. ასევე, სრულიად გაუგებარია საბჭოს წევრების არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ებანოიძე სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შესულ საქმეთა ნაკადს ვერ უმკლავდება, ვინაიდან სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიები საქმეებით გაცილებით გადატვირთულნი არიან, რასაც ამ კოლეგიების თავმჯდომარეების მენეჯერული უნარების ეჭქვეშ არ დაუყენებია. ამასთან, გაუგებარია რაში გამოიხატა კონკრეტულად გიორგი ებანოიძის ბრალი, ვინაიდან სასამართლოში საქმეები დადგენილი წესით უნდა ნაწილდებოდეს, ხოლო კოლეგიაში მოსამართლეთა ოდენობას იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს.

კოალიციამ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს მიერ სასამართლოების და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების დანიშვნა და გათავისუფლება საბჭოს ხელში სასამართლოზე კონტროლის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. სწორედ ეს მოიაზრება ძირითად მიზეზად, რატომაც საბჭო წლებია უპირისპირდება მოსამართლეებისთვის თავმჯდომარის არჩევის უფლების გადაცემას. აღსანიშნავია, რომ 24 ივლისს მიღებული გადაწყვეტილება არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თავმჯდომარე უკანონოდ გათავისუფლდა. 2016 წელს საბჭომ კრიტიკული განცხადებების გაკეთებიდან 2 თვეში, კანონის გვერდის ავლით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. მაშინ საბჭოს ეს გადაწყვეტილება შეფასებულ იქნა საშიშ პრეცედენტად, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას.

კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს ახალი შემადგენლობა აგრძელებს წინა საბჭოს მიერ დადგენილ მანკიერ პრაქტიკას და კვლავ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს იღებს. კოალიციის შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემა არა კანონის საფუძველზე, არამედ კლანური ინტერესებიდან გამომდინარე იმართება. ამგვარი ვითარება კიდევ ერთ მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, დაუყოვნებლივ შეცვალოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება და შეწყვიტოს სასამართლოსა და სასამართლოს კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თვითნებურად დანიშვნის/გათავისუფლების პრაქტიკა.“- ნათქვამია განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი