სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეის მდგომარეობით აქვს სასამართლოს მომხმარებელს - გიორგი მიქაუტაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, გადაწყვეტილება, რომ კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავის საგნის მქონე სარჩელები განიხილოს, განაპირობა იმან, რომ სასამართლოს რესურსები დღეის მდგომარეობით შეზღუდულია.
"ჩვენ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, ასევე იცით, რომ არის ინფრასტრუქტურის პრობლემა. მაგალითად, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ვერ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელიც დღეის მდგომარეობით აქვს სასამართლოს მომხმარებელს. მოსამართლეებს აქვთ დარბაზების ნაკლებობა, სამუშაო სივრცის ნაკლებობა და იცით, რომ თითო ახალი მოსამართლე ნიშნავს მინიმუმ ერთ მდივანს და პლიუს თანაშემწეს, მწერალ თანაშემწეს და მის აპარატს სრული შემადგენლობით. ეს არის განგრძობადი პროცესი. ჩვენ ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც დაწყებული გვაქვს მუშაობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ეტაპზე დაემატება დამატებითი ფლიგელი. ვფიქრობ, გარკვეული დროის მონაკვეთში სრულად შევძლებთ ამ პრობლემების აღმოფხვრას", - განაცხადა მიქაუტაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


