პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაცია შეიქმნა
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემაში მორიგი მნიშვნელოვანი სიახლე განახორციელა.
კერძოდ, როგორც მედიანიუსს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს განიხილავს.
,,საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაითვალისწინა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების უკმაყოფილება მსგავსი დავების განხილვასთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ.
კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეები უზრუნველყოფენ მსგავს დავებზე მართლმსაჯულების სისწრაფის და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას და ეკონომიკის ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას“, - ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


