სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას თემურ გოგოხია შეასრულებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების თავმჯდომარის მოვალეობას ბადრი შონიას ნაცვლად თემურ გოგოხია შეასრულებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თემურ გოგოხიას საქმიანობას, მოვალეობის შემსრულებლის რანგში, გარკვეული დროის განმავლობაში დააკვირდება.
ამასთან, მისივე თქმით, საბჭოს ბადრი შონიას საქმიანობის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს. მიქაუტაძის თქმით, ის უმკლავდებოდა საქმეთა სიმრავლეს, თუმცა საბჭოს სურვილია, რომ მენეჯმენტი კარგად აეწყოს და კოლეგია, რომელიც 41 მოსამართლისგან შედგება, უფრო ეფექტური გახდეს.
„საბჭოს თავმჯდომარემ და საბჭოს წევრებმა დააყენეს საკითხი, რომ ხომ არ იქნებოდა უმჯობესი დაგვენიშნა მოვალეობის შემსრულებელი და დავკვირვებოდით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე გვაქვს ყველაზე დიდ კოლეგიასთან, რომელშიც იყო რაღაც პრობლემები. მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე თემურ გოგოხიას დავაკვირდეთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, უკვე კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის საკითხზე“,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


