პოლიტიკა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ სააკაშვილს, არამედ მოქმედ პრეზიდენტსაც ეხება - ზაალ უდუმაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილება სანდრო გირგვლიანის საქმეზე საფრთხეს უქმნის მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
მისი თქმით, საშიში პრეცედენტი შეიქმნა.
„ძალიან საშიში პრეცედენტი დაუშვა საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან ეს არ ეხება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს. ეს ეხება დღეს მოქმედ პრეზიდენტსაც და ყველა იმ პრეზიდენტს, რომელიც შემდგომში მოვა საქართველოს ხელისუფლებაში. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას, გამოიყენოს მის წინააღმდეგ ეს საშიში პრეცედენტი და აღძრას სისხლის სამართლებრივი საქმე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა გამოიყენა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არ ეხება მიხეილ სააკაშვილს და მიმართულია სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - თქვა უდუმაშვილმა.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


