სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ თათარიშვილის განაჩენზე განცხადებას ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენისა და შენახვის ბრალდების საქმეზე ბრალდებული მიხეილ თ. უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
საქმის მასალების თანახმად, მიხეილ თ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“- 0, 144 გრამის ოდენობით, რომელიც 2017 წლის 15 მარტს, სამართალდამცველებმა ხაშურის რაიონის დაბა სურამში ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პირის ბრალეულობას.
სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


