სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებებს ცილისმწამებლურ კამპანიად აფასებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში პოლიციის უფროსის დამნაშავედ ცნობის თაობაზე მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება.
„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებს, ადვოკატის მიმართ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში პოლიციის უფროსის დამნაშავედ ცნობის თაობაზე.
2017 წლის 23 ოქტომბერს, კოლეგა ადვოკატისათვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდგომ, ადვოკატების მხრიდან მოსამართლის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი არაერთი განცხადება გავრცელდა. სასამართლო სისტემის მიმართ სუბიექტური და ტენდენციური ცილისმწამებლური კამპანია, სცილდება ყოველგვარ გონივრულ ფარგლებს და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აზრის ჩამოყალიბებას.
სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს კოლეგა იურისტებს, ნაცვლად სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობისა, დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში, დაელოდნონ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებს და კოლეგას მხარდაჭერა მხოლოდ სამართლებრივად მყარი არგუმენტებით გამოუცხადონ.“- ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


