უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2019 11:50
font-size

თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში ზონალური პარკირების თემაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე და საკრებულოს უმრავლესობის წევრები მონაწილეობდნენ. ამის შესახებ „მედიანიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ცნობით, როგორც შეხვედრაზე ითქვა, ზონალური პარკირების საპილოტე პროექტთან დაკავშირებით საინტერესოა სატრანსპორტო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები და მათი რეკომენდაციები.

„პროექტის კონცეფციაზე ყველა ვთანხმდებით. ამავე დროს, არის ბევრი ნიუანსი, რომლებზეც არასამთავრობო სექტორის პოზიცია მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია“, - განაცხადა შეხვედრაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

„ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, თედო ისაკაძემ შეხვედრის მონაწილეებს ზონალური პარკირების საპილოტე პროექტის სქემა გააცნეს, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. ბექა დავითულიანის განცხადებით, საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე, MAN-ის ტიპის 90 ახალი ავტობუსი შევა ექსპლუატაციაში და მოხდება საპილოტე პროექტის მიმდებარე ტერიტორიის საჭირო რაოდენობის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მთლიანად იზიარებენ მოსაზრებას, რომ ზონალური პარკირების სისტემის შემოღება აუცილებელია, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული გარემოს დაცვასთან, სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები. აღინიშნა, რომ გასათვალისწინებელია განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა, სადაც უკვე მოქმედებს ზონალური პარკირების სისტემა და კონკრეტული მაგალითების საფუძველზე მოსაზრებები ჩამოყალიბდა. თედო ისაკაძის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩები დაიყოფა A,B,C კატეგორიებად და უნდა განისაზღვროს მინიმალური და მაქსიმალური ტარიფები ზონების მიხედვით. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე იქნება დაწესებული“, - ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცებულ ინფორმაციაში.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი