პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს
თბილისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ თავმჯდომარის სამი მოადგილე აირჩია.
ახლად არჩეულმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ სხდომაზე პირველი მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურა წარადგინა. ახვლედიანს 39-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო.
მოადგილეებად ასევე წარდგენილი იყო მარიკა დარჩიასა და დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურები.
მარიკა დარჩიას მხარი დაუჭირა 38-მა დეპუტატმა, 1 წინააღმდეგი იყო. დავით უჯმაჯურიძის კანდიდატურას ასევე 38-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 წინააღმდეგი იყო.
დღესვე სხდომაზე საკრებულოს ახლად არჩეული ოთხი წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. ეს დეპუტატებია: გიორგი ალიბეგაშვილი, ნიკა მელია, დავით ავალიანი და დავით დარჩიაშვილი. მათი ადგილმონაცვლე წევრის საკითხს საკრებულო შემდეგ სხდომაზე განიხილავს.
საკრებულოს 50 დეპუტატიდან 10 ოპოზიციის წარმომადგენელია, დანარჩენი კი „ქართული ოცნების“.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


