პოლიტიკა
თბილისის საკრებულოში დებოში და დესტრუქცია იგეგმება - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გიორგი ტყემალაძის თქმით, არავის არ მიეცემა საშუალება, საკრებულოს მუშაობას ხელი შეუშალოს. აღნიშნული განცხადება 14 საათზე, თბილისის საკრებულოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას უკავშირდება.
ტერიტორიაზე უკვე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეცრაზმის ასობით თანამშრომელი.
„არის მცდელობა, მოხდეს დებოში, დესტრუქცია და საკრებულოს სხდომასა და მის მუშაობას შეეშალოს ხელი. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, ამის უფლება ნამდვილად არავის არ აქვს. გადაწყვეტილებას ვიღებთ თბილისელების სასარგებლოდ. რეგლამენტისა და კანონის დარღვევა გვაქვს ზუსტად მათი მხრიდან, როდესაც ისინი იჭრებიან შენობებში, ამტვრევენ მიკროფონებსა და საკრებულოს ფუნქციონირების უფლებას არ აძლევენ. ეს არის ის სიმართლე, რომელიც არის დღევანდელი რეალობა. დებოში მათი მხრიდან არის დაანონსებული, ყველამ ნახეთ 29 სექტემბერს რა საქციელით მოქმედებდნენ და ყველა ზომას მიმართავდნენ, რომ საკრებულოს მუშაობისთვის შეეშალათ ხელი. მათი განცხადებები ნათლად აჩვენებს, რა განზრახვა აქვთ დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ დებოშისა და დესტრუქციის საშუალება არ მიეცემა არც პარლამენტის წევრს და არცერთ სხვა მოქალაქეს", - განაცხადა ტყემალაძემ.
შეგახსენებთ, 29 სექტემებერს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
დღეს 16 საათზე თბილისის საკრებულოში ამ ტერიტორიების გადაცემაზე იმსჯელებენ.
ანა მებურიშვილი
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


