პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერიაში მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი მოძრაობა - თბილისის“ წევრი, თამაზ შოშიაშვილი დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს.
თბილისის მერიის შესასვლელში თამაზ შოშიაშვილი დაცვამ გააჩერა და მას განუმარტეს, რომ იგი მთავრობის სხდომაზე დასასწრებ პირთა სიაში არ იყო.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თამაზ შოშიაშვილმა განაცხადა, მთავრობის სხდომაზე თამაზ შოშიაშვილი აპირებდა დაეყენებინა საკითხი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისათვის მერიის მიერ გადაცემული 1 მილიონი ლარის ქონების უკან დაბრუნების შესახებ.
“ვგეგმავდი, დამეყენებინა საკითხი თბილისის მერიის მიერ 1 მილიონი ლარის ქონების მოსამართლე ნაზღაიძისთვის გადაცემის თაობაზე. დავით ნარმანია არსებული პრობლემების მიუხედავად, სასეირნოდ ბრძანდება ევროპაში და თბილისის მთავრობა, საკრებულოს დეპუტატები, დაცვის სამსახურით იცავს თავს. საკრებულოს დეპუტატებსაც არ უშვებენ მერიის შენობაში. ნახეთ რა მდგომარეობაში არიან დამალულები, დაცვა უყენიათ, რომ საკრებულოს წევრი არ შევიდეს. ემალებიან არა მხოლოდ საკუთარ მოსახლეობას, ემალებიან უკვე არჩეულ დეპუტატებსაც კი“, - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


