პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერიაში მთავრობის სხდომაზე დაცვის სამსახურმა არ შეუშვეს.
მერიაში თბილისის საკრებულოს ექვსი დეპუტატი მივიდა, რომელთაც სურდათ კითხვები თბილისის მერისთვის დაესვათ რადგან, დავით ნარმანია საკრებულოში თავად არ მიდის.
მათი განცხადებით, თბილისის მერმა დაარღვია კანონი, როდესაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაცია გასცა.
,,თბილისის მერია არის მილიონიან კორუფციულ სკანდალში თავით ფეხებამდე ჩაფლული და ჩვენ გვინდა, მას ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით. თბილისის მოსახლეობას ნარმანიამ მოპარა მილიონი ლარი და ვიღაც ტიპს ჩაუდო ჯიბეში“, - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ელისაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის წევრი მარიკა დათუკიშვილი კი აცხადებს, რომ დავით ნარმანია კანონს დღესაც არღვევს.
„ნარმანიას არ აქვს უფლება რომ გასცეს ბრძანება და სრული მობილიზაცია გააკეთოს თავის დაცვის სამსახურის. მას ეშინია საკრებულოს დეპუტატების და ხომ წარმოგიდგენიათ თავისი ამომრჩევლების და ხალხის როგორ ეშინია. ჩვენ დღეს მოვედით აქ, რომ მთავრობის სხდომაზე დავსწრებოდით, ბატონი ნარმანია ამბობს რომ მას თურმე არ სცალია“-აცხადებს მარინა დათუკიშვილი.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა შეუშვას მერიამ ისინი სხდომაზე, ვინაიდან დეპუტატებს სხდომაზე დასწრების ლეგიტიმური უფლება აქვთ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


