პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერ დავით ნარმანიას წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ.
საკრებულოს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განაცხადებით, საკრებულოს დეპუტატების თბილისის მთავრობის სხდომაზე არშეშვება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაა.
”ჩვენ ნახევარი საათის განმავლობაში მოვითხოვდით, რომ შესრულებულიყო კანონი. არსად წერია, შემოგიშვებთ, არ შემოგიშვებთ. აქ მოვედით და უნდა შევსულიყავით დაუბრკოლებლად. კანონზე მაღლა დგას ნარმანია? არავის სახვეწარი არ არის შეგვიშვან თუ არა. არის კონკრეტული კითხვები, რატომ მოპარეს თბილისის მოსახლეობას მილიონი და რატომ ჩაუდეს ვიღაც ტიპს ჯიბეში. ისინი ვალდებულები იყვნენ, რომ დაუბრკოლებლად გავეტარებინეთ. ასე ელაპარაკოს თავის ოჯახის წევრებს ნარმანია. თავის ბიძაშვილ-მამიდაშვილებს აუკრძალოს და მერე მისცეს ნება მერიაში შესვლის”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, დეპუტატები თბილისის მერიის წინააღმდეგ პროკურატურაში სარჩელს შეიტანენ.
”ეს არის კანონის დარღვევა. ვითომ მარტივი ამბავია, ასე ინგრევა სახელმწიფო. კანონზე მაღლა დადგნენ ესენი თუ ქურდულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და ჩაცუცქული უნდა ვესაუბროთ ნარმანიას მის სადარბაზოსთან? არ მინდა ქურდულ სახელმწიფოში ცხოვრება. ნარმანიამ ჩაიდინა სამოხელეო დანაშაული, ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, რომ არჩეულ დეპუტატებს აფერხებს და მერიაში შესვლის უფლებას არ აძლევს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის: თბილისის საკრებულოს 6 ოპოზიციონერი დეპუტატი მერიაში მივიდა. ისინი მთავრობის სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა მერიაში შესვლის საშუალება არ მიეცათ. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დეპუტატებს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა მათ უარი თქვეს და მერია დატოვეს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


