პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს
თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები დედაქალაქის მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
საკრებულოში დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი ნადირაძემ მერიის საპილოტე პროგრამა ,,მართე შენი ქალაქი’’ შეაფასა და აღნიშნა, რომ პროექტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩევლის მოსაზიდად ხორციელდება.
,,თბილისის მერია აპირებს, რომ ერთ-ერთი რაონის მაგალითზე, როგორიცაა საბურთალოს გამგეობა, სადაც წელს ჰქონდათ საპილოტე პროგრამა - ,,მართე შენი ქალაქი’’ და რომელზედაც წელს 600 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალი წლის ბიუჯეტში კი, ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. იქ დასაქმებული ჰყავდათ 34 ადამიანი. ახლა სურთ ეს პროგრამა ათივე რაიონზე გაავრცელონ და ჯამში კიდევ ამ პროგრამაში დასაქმებულთა რიცხოვნობა დაახლოებით 350 კაცით გაზარდონ’’, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
თავის მხრივ, ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებს საკრებულოს წევრი ,,ქართული ოცნებიდან’’ ნუგზარ მალაყურიძე. მისი თქმით, საპილოტე პროექტის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლება.
,,ეს პროექტი ემსახურება ზუსტად ნაციონალური მოძრაობის დროს გაფუჭებული საქმეების შემოტრიალებს. მოქალაქეთა პასუხისმგებლობის ამაღლებას, ზოგან შესაძლოა, სარეკლამო აბრების განთავსებას, ზოგან თუ სახლი მდგრადია, დაშენებას ზემოდან და ამ ფართების გაქირავებას. აქედან გამომდინარე, ეს რომ ადამიანებს ასწავლო, თუნდაც დაუთვალო, ბიზნესგეგმა მისცე, ამას სჭირდება ახსნა-განმარტება და დახმარება’’, - განაცხადა მალაყურიძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


