პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს ოპოზიცია იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მოსამართლე ნაზღაიძის ძმას მილიონი ლარი გადაეცა
თბილისის საკრებულოს უმცირესობა იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს ერთი მილიონი ლარი გადაეცა.
შესაბამისი განკარგულების გაუქმების შესახებ დადგენილებას ხელს 15 დეპუტატი აწერს.
აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
,,შევიმუშავეთ განკარგულების პროექტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ განკარგულება, რომლითაც მერიამ საკუთარი კორუფციული გარიგებით დადო მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახის წევრთან’’, - განაცხადა ფრაქცია ,,რესპუბლიკელების’’ წევრმა, ხათუნა სამნიძემ.
თავის მხრივ, როგორც ფრაქცია ,,თბილისის’’ თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, თბილისის საკრებულო თავიდან ბოლომდე იყო შეყვანილი შეცდომაში, „თბილისის საკრებულოს დეპუტატებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენ შევიმუშავეთ განკარგულება 23 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენ დეპუტატებს, უმრავლესობის დეპუტატებს, ამ განკარგულების განხილვაში,“ - განაცხადა ახვლედიანმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, მარინა დათუკიშვილი აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას 5 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი, ფაქტობრივად, ვალდებულების გარეშე დაურეგისტრირა და ახლა მას ამ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განაშენიანების უფლება აქვს.
,,საჯარო რეესტრმა ფატქობრივად ვალდებულების გარეშე დაურეგისტრირა ნაზღაიძეს ეს 5000 კვადრატული მეტრი’’, - აღნიშნა დათუკიშვილმა.
ოპოზიციური ფრაქციების მიერ შემუშავებულ ახალ დადგენილებას უერთდება საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილიც.
,,თბილისის მერიამ დახალოებით თვენახვერის წინ თაღლითური და კორუფციული სქემა განახორციელა. თბილისის საკრებულო შეიყვანეს შეცდომაში და პირველ რიგში, შეიყვანა ,,ქართული ოცნების’’ დეპუტაცია, რომლებსაც მხარი დააჭერინა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რის შედეგადაც თბილისის ქონება, 1 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გადაეცა ადამიანს, რომელსაც 1 ლარიც არ ეკუთვნოდა. ეს მოხდა რა თქმა უნდა შეგნებულად და მოხდა იმისთვის, რომ ამ ადამიანის ოჯახის წევრმა მიიღო სინდისის, სამართლიანობის და პროფესიონალიზმის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ეს გახლდათ რუსთავი 2-თან დაკავშირებული გადაწყვეტილება. მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახს გაუკეთეს ძალიან ბინძური საჩუქარი თბილისელებს ხარჯზე’’, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


