უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ოქტომბერი, 2017 17:50
font-size

თბილისის საკრებულომ თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მდებარე მიწის ნაკვეთების პრივატიზების საკითხები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ სხდომის დღის წესრიგში გათვალისწინებულ მე-5 და მე-6 საკითხებს, თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიების პრივატიზებას კენჭი უყარა.

ოქროყანის დასახლებაში მდებარე 4433 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებას საკრებულოს 31-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 2 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 1-მა თავი შეიკავა.

რაც შეეხება პუშკინის ქუჩაზე, ,,ცეკავშირის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 1900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის პრივატიზებას, საკითხს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 3-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ძალის გამოყენებით ბიუროს სხდომიდან გაიყვანეს საკრებულოს დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე, პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა ენმ-ის მეორე წევრმა მარიკა დათუკიშვილმა. ოპოზიციას პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ოპოზიცია მოითხოვდა ამ საკითხების ამოღებას დღის წესრიგიდან, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის გადაწყვეტილებით, სხდომის დასწრების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საკრებულოს დეპუტატებს, თანამშრომლებსა და მედიის წარმომადგენლებს.

კენჭისყრის პარალელურად საკრებულოს შენობასთან აღნიშნული მიწის ნაკვეთების პრივატიზებას აპროტესტებდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებთან ერთად. აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

შეგახსენებთ, 29 სექტემებერს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე მდებარე ტერიტორიას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.

ანა მებურიშვილი

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი